ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტს განიხილავენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ წარუდგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შენიშვნები ჰქონდათ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი არ არის მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული.

მათივე თქმით, ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი წარმომადგენლობით ხარჯებზეა გათვლილი. ოპოზიციის განცხადებით, ისინი სკოლებში პირველკლასელთა კვების დაფინანსებას ითხოვდნენ, რისი გათვალისწინებაც არ მოხდა მმართველი პარტიის მხრიდან.

მათივე თქმით, ამ მნიშვნელოვანი საკითხის ნაცვლად პარტაქტივის და საჯარო მოხელეების ხელფასები 10%-ით იზრდება. ოპოზიციის ამ შენიშვნებს მოჰყვა უმრავლესობის წევრების გაღიზიანება, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. დაპირისპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მიიღებს ბიუჯეტს, რომელიც ერგება არა ოზურგეთელებს, არამედ ეს არის „ქართული ოცნების“ და მათი დასაქმებული ადამიანების ბიუჯეტი და ამის ნათელი დადასტურება არის ის, რომ რეალურად ის დაპირებები, რომელიც ორი წლის წინ გაიცა, არ შესრულებულა. მხოლოდ რამდენიმე ნაწილი შესრულდა და ისე წარმოაჩინეს, თითქოს ყველაფერი შესრულდა. ყოველი ბიუჯეტის დამტკიცებაზე ეს ადამიანი, ბატონი თალაკვაძე საკუთარ ხელფასს იზრდის და ხელფასები ეზრდება მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებს. არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს სკოლის მოსწავლეების კვება. ჩვენ ოზურგეთის მერს წარვუდგინეთ 80- ზე მეტი იდენტიფიცირებული პრობლემა და მოვითხოვეთ ბიუჯეტის ფორმირების პროცესში გაეთვალისწინებინათ, მაგრამ არცერთის გადაჭრაზე არ უფიქრიათ“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით მჟავანძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე