ბათუმში „მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ „შერატონი“, საუკეთესო ჰოსტელად „ჰოსტელი 47“, ყველაზე პოპულარულ კაფე/რესტორნად „გა.ზაფხული“, ხოლო საუკეთესო სასტუმროდ „მონარქი“დასახელდა. სოფლად საუკეთესო განთავსების ობიექტის ნომინაციაში გაიმარჯვა შატომ „ივერი“, ხოლო პოპულარულ ღვინის მარნის ნომინაციაში შატომ „კვირიკე“. გარდა ამისა, მთიან აჭარაში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილის ტიტული მწვანე ტბამ და გოდერძის ალპურმა ბოტანიკური ბაღმა, ხოლო პოპულარული დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო.
„ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოვლინდნენ. საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - „შერატონი“; საუკეთესო სასტუმრო - „მონარქი“; საუკეთესო ჰოსტელი - „ჰოსტელი 47“; ყველაზე პოპულარული კაფე/რესტორანი - „გა.ზაფხული“; საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“; საუკეთესო გიდი - რომან ხალვაში; საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად - შატო „ივერი“; ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი - შატო „კვირიკე“; ყველაზე პოპულარული მუზეუმი - გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი; ყველაზე პოპულარული ტურისტული მარშრუტი აჭარაში - მაჭახელას მარშრუტი; ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია - მტირალას ეროვნული პარკი; ყველაზე მონახულებადი ტურისტული ადგილი ბათუმში - ბათუმის ბულვარი; ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი მთიან აჭარაში - მწვანე ტბა და გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი; საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში - ზვიად გოგიჩაიშვილი.
„მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებაზე ტურიზმის საპატიო ჯილდო გადაეცა ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს. აღნიშნული ჯილდო გასულ წელს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით დაწესდა.
ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის - როსტომ გუნთაიშვილი; აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის - ჯემალ არობელიძე; აჭარაში კულტურული ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის - ჯემალ მიქელაძე; აჭარაში კულტურული ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ამირან კახიძე; აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ხანგრძლივი და
ნაყოფიერი მუშაობისთვის - გივი აფაქიძე; აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის - მაია კუტუბიძე.
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
„მაგნოლია 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს 2023 წელს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლიას“ დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების, სექტორისა და ონლაინ ჯავშნების სისტემების შეფასებებს იყენებს. ღონისძიებას ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.