კახა კალაძე ხაზარაძე-მელიას შესაძლო გაერთიანებაზე - ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ, ვიცით, საიდან და როგორ იმართებიან - მათ სხვა ინტერესები აქვთ - არა ქვეყნის და არა სამშობლოსი

დღეს შეიძლება დაშლილი არიან, თუმცა ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით საიდან, როგორ იმართებიან, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ ის და ნიკა მელია სტრატეგიულად პარტნიორები იქნებიან.

კალაძის თქმით, ხაზარაძე და მელია დაშორებულიც არასდროს ყოფილან და ერთ გუნდს წარმოადგენდნენ.

„ეს მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან და როგორ იქნება და ვინ სად გააგრძელებს მოღვაწეობას, ისინი არასდროს ყოფილან დაშორებული, ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და „ნაციონალური მოძრაობის” ფარქვეშ იყვნენ გაერთიანებული. დღეს შეიძლება დაშლილი არიან, თუმცა ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით საიდან და როგორ იმართებიან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, ისინი ამ ქვეყნის ინტერესებს არ ატარებენ, მათ სხვა ინტერესები აქვთ - არა ქვეყნის და არა სამშობლოსი. შესაბამისად, საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ყველაფერს და 2024 წლის არჩევნებზე ყველას მიუჩენს შესაბამის ადგილს”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ახალი ოპოზიციური პარტიის დაფუძნებას გეგმავს, პარტია “ლელოს“ „სტრატეგიული პარტნიორი“ იქნება.

„არანაირი მსგავსი მოლაპარაკება, გარდა მოკითხვისა და ინფორმაციების გაცვლისა, მე და ნიკას შორის არ არსებობს. ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ერთ რამეს გიდასტურებთ, რომ მე და ნიკა მელია ვიქნებით სტრატეგიულად პარტნიორები. ეს როგორ იქნება, ამას პირველ რიგში ამომრჩეველს ვკითხავთ. ამოცანა რა გვაქვს? ამოცანა გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება გავისტუმროთ და მოვიყვანოთ კოალიციური მთავრობა", - თქვა ხაზარაძემ.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის  შეფასება და ლოპოტას ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში