ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 26-ე, 2023 წლის ბოლო სხდომაზე, ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების უფროსები.

ქუთაისის მერიის განმარტებით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტმა შეადგინა 115 510,7 ათასი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 14 026,0 ათასი ლარით აღემატება.

„ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 20 343,0 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 2 873,9 ათასი ლარით მეტია.

დასუფთავებასა და გარემოს დაცვაზე დაიხარჯება 11 015,0 ათასი ლარი, ის 1 938,4 ათასი ლარით გაიზარდა; განათლების სფეროს განვითარებისთვის 21 398,0 ათასი ლარი განისაზღვრა, რაც 3 914,0 ათასი ლარით გაიზარდა; სპორტის სფეროს განვითარებაზე 13 618,0 ათასი ლარი დაიხარჯება, ამ მიმართულებით ბიუჯეტი 3 769,8 ათასი ლარით გაიზარდა; კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარებისთვის 12 131,0 ათასი ლარი გამოიყო, ის 1 366,2 ათასი ლარით გაიზარდა; ჯანდაცვის სფეროს დაფინანსებამ 2 319,2 ათასი ლარი შეადგინა, გაიზარდა 76,2 ათასი ლარით; სოციალური პროგრამების 6 488,4 ათასი ლარით დაფინანსდება, გამოყოფილი ბიუჯეტი 794,2 ათასი ლარით გაიზარდა;

მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 755,0 ათასი ლარი (ზრდა 285,0 ათასი ლარი)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია.

ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების დაფინანსება.

აღნიშნული ბიუჯეტი მზარდია და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. 2024 წლის ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისა და ქუთაისელებისათვის”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე