დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ საახალწლო კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას „მეტროპოლი“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ საახალწლო კამპანია ერთი ოჯახის ჯადოსნურ ისტორიას ჰყვება.
კამპანია, რომელიც წინასაახალწლოდ შეიქმნა, „მეტროპოლის“ მთავარ სათქმელს აერთიანებს - „სახლი, რომელიც ჩაიფიქრე“. „მეტროპოლში“ სჯერათ, რომ, თუ ახალ წელს სურვილს მთელი გულით ჩაიფიქრებთ, ყველაზე ჯადოსნური ნატვრაც კი აუცილებლად აგიხდებათ.
„მეტროპოლის“ წინასაახალწლო ვიდეორგოლის მთავარ ფოკუსში ოჯახის ორი წევრი - ბაბუა და შვილიშვილი - ექცევა, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. სიუჟეტი მათი ცხოვრების სხვადასხვა წელს ვითარდება - ბაბუა მუდმივად აკვირდება ბავშვის სურვილებსა და მისწრაფებებს. ყოველ ახალ წელს კი შვილიშვილს თვალების მაგრად დახუჭვას სთხოვს და გახელისას ბავშვს მისივე სურვილებთან დაკავშირებული ჯადოსნური სიურპრიზებით აბედნიერებს. თუმცა ბაბუსა და შვილიშვილის თითოეულ ზღაპრულ ამბავს არცთუ ისე სასურველი დასასრული აქვს - ოჯახში, ხალხმრავლობისა და ბინის არასაკმარისი სივრცის გამო, მათი სიურპრიზები ყოველთვის იშლება; კულმინაციურ მომენტში მათ ზღაპრულ სამყაროს ოჯახის რომელიმე წევრი ყოველთვის ხელს უშლის.
„მეტროპოლი სამშენებლო ბაზარზე გასულ წელს გამოჩნდა და ჩვენი მთავარი განმასხვავებელი საქმისადმი კონცეპტუალური მიდგომაა. თითოეული პროექტი, რომელიც უკვე წამოვიწყეთ, ან რომელსაც მომავალში ვგეგმავთ, სხვადასხვა ტიპის ინდივიდისა თუ ოჯახის საჭიროებებს ერგება. პროექტების დიფერენციაცია, კონცეპტუალური შინაარსის მინიჭება და სხვადასხვა მისწრაფებისა თუ ცხოვრების სტილის ადამიანებზე მორგებული უპირატესობების შექმნა კი ჩვენი ბრენდის მთავარ გზავნილში გამოიხატება — სახლი, რომელიც ჩაიფიქრე. გვჯერა, რომ იდეალური ცხოვრება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვანაირია, მის მისაღწევად კი საჭიროა, ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას — სახლში, თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობდე. მხოლოდ ასეთ დროს შეგიძლია, ყველა სურვილი თუ მიზანი რეალობად აქციო. სწორედ ამ შინაარსს ატარებს ჩვენი ახალი საახალწლო კამპანია“, - აცხადებს „მეტროპოლის“ გაყიდვების დირექტორი თამარ მეხუზლა.
„საახალწლო პერიოდში, როცა სარეკლამო ბაზარი განსაკუთრებით აქტიურდება, ძალიან მნიშვნელოვანია, შექმნა პროდუქტი, რომელიც გადატვირთული ინფორმაციის მიწოდების პირობებში აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ გადმოცემის ამგვარი გზა - ემოციური ისტორია სადღესასწაულო ელფერით, რომელიც, ერთი მხრივ, ჯადოსნურ საახალწლო განწყობას ქმნის, მეორე მხრივ კი, ადამიანებს საკმაოდ რაციონალურ გზავნილს აწვდის — იცხოვრე იქ, სადაც შენი სურვილების ასრულებაში ხელს არაფერი შეგიშლის. იცხოვრე სახლში, რომელიც ჩაიფიქრე. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც ნათია თოდუამ და ზურა მახნიაშვილმა, ერთობლივად, სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნეს. ამავდროულად ნათიას განსაკუთრებული ვოკალი და ტექსტი ვიდეორგოლს კიდევ უფრო დასამახსოვრებელ ხასიათს სძენს. ზურა მახნიაშვილის საორკესტრო შესრულება კი ზუსტად ასახავს და ამძაფრებს იმ ემოციებს, რისი გადმოცემაც გვსურდა“, - აღნიშნავს „მეტროპოლის“ მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია.
„ვიდეორგოლის მსვლელობისას მოსიყვარულე ოჯახს ვხედავთ. თუმცა თითოეულ სცენაში ჩანს გარკვეული მინიშნებები იმის შესახებ, რომ ოჯახი, ბედნიერი ცხოვრების მიუხედავად, სახლში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობს. მაგალითად, პირველივე კადრში ვხედავთ, რომ ბაბუ მისაღებ ოთახში, სადაც მთელი ოჯახია შეკრებილი, ველოსიპედს აკეთებს. ბავშვს სიურპრიზს აბაზანაში უწყობს, რადგან სახლში სხვა, უფრო იზოლირებული სივრცე არ მოიძებნება. პატარა ძმაც ველოსიპედით ჯერ მისაღებ ოთახში დასეირნობს, შემდეგ კი აბაზანაში კონცერტს ჩაშლის… თითოეული სურვილი, სიურპრიზი და კულმინაციურ მომენტებში მოულოდნელი დასასრული ხაზს უსვამს, რომ სურვილების ასრულებისთვის ზოგჯერ, მონდომებასთან ერთად, შესაბამისი გარემოც ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს კამპანიის კრეატიული დირექტორი პავლე გაბრიჭიძე.
“მეტროპოლში“ აღნიშნავენ, რომ კამპანიის კიდევ ერთი საინტერესო ელემენტი თვალების დახუჭვის ჟესტია, რომელიც ერთგვარად „მეტროპოლის“ ბრენდის იდენტობის ნაწილად იქცა. თვალების დახუჭვისა და ჩაფიქრების მომენტი კონსისტენტური დეტალია არა მხოლოდ მთავარ ვიდეოში, არამედ პრეკამპანიის კომუნიკაციასა და ვიდეოს გზავნილის ტიპოგრაფიაშიც.
საინტერესოა ვიდეოს დასასრულიც, რომელშიც ჯადოსნური მიზნებისა და სურვილების სამყაროში გაზრდილი მთავარი პერსონაჟი ახლა უკვე თავად ხდება ჩანაფიქრების შემსრულებელი.
„გადავწყვიტეთ, ვიდეო კულმინაციურ მომენტში — კვლავ თვალების დახუჭვის პროცესში გაგვეწყვიტა, რათა მაყურებლისთვის მიგვეცა საშუალება, თავად წარმოედგინა, როგორია სახლი, რომელიც მთავარმა პერსონაჟმა მთელი ოჯახისთვის ჩაიფიქრა და როგორ გაგრძელდება ის ჯადოსნური ისტორიები, რომლებსაც ახალ სახლში ახლა უკვე ხელს ვეღარაფერი შეუშლის“, - ამბობს მარიამ კარკალაია.
„მეტროპოლის“ შესახებ – დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია საქართველოს მასშტაბით 4 პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლი ბაგებისა“ და „მეტროპოლი ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი კომპანია „მეტროპოლ კუბსა“ და „მეტროპოლ ოვალს“ აშენებს, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.