ლევან ხაბეიშვილმა ქარელისა და გორის რაიონულ ორგანიზაციებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქარელისა და გორის რაიონულ ორგანიზაციებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

„ამ ადამიანებს ფანტასტიკური განწყობა აქვთ. ჯერ ერთი, რომ უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის - საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ეს ხალხი 1-0 დაწინაურდა. ეს გამარჯვება 2024 წელს გვაქვს ბოლომდე მისაყვანი. ამიტომ პირველ რიგში, ამ ადამიანებთან შეხვედრის დროს, მადლიერებას გამოვხატავ, იმიტომ, რომ ამ ხალხმა იბრძოლა, ამ ხალხმა არ დაუთმო “რუსულ ოცნებას” ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ ხალხმა წააღებინა “რუსული კანონი“ უკან, ამ ხალხმა აჩვენა მთელს ცივილიზებულ სამყაროს, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრები უნდა გავხდეთ. ამიტომ, მე აღფრთოვანებული ვარ, პირდაპირ უნდა ვთქვა, ამ ადამიანების მოტივაციით, ამ ადამიანების ბრძოლის უნარიანობით და იმით, რომ მზად არიან, პრეზიდენტ სააკაშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად, „რუსულ პარტიაზე“ მთავარი გამარჯვება მოიპოვონ, რომელსაც აუცილებლად ყველანი ერთად ვიზეიმებთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე