პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინული კომპანიებისთვის  სასაზღვრო  ბლოკადა მალე შეწყდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინის ბლოკადა მალე შეწყდება. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ახლოს ვართ რწმენასთან, რომ ჩვენმა ქმედებებმა შესაძლოა შედეგი მოიტანოს, როგორც მოლაპარაკებებზე კიევში, ასევე ბრიუსელშიც [უკრაინის საზღვრის ბლოკადის შეწყვეტის შესახებ]”, - განაცხადა ტუსკმა.

“არა მგონია, რომ მაქსიმუმს მივაღწევთ, რომელიც სატვირთო მანქანების მძღოლებს სურთ, მაგრამ ისე ჩანს, რომ ის, რაც შესაძლებელია მიღწეულ იქნას, საშუალებას მოგვცემს მოვიხსნათ ემოციები და საზღვარზე ბლოკადა მოვხსნათ”, - აღნიშნა ტუსკმა.

შეგახსენებთ, კვირას პოლონელმა ფერმერებმა ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტზე საპროტესტო აქცია შეწყვიტეს, თუმცა სატვირთო მანქანების მძღოლები დანარჩენი სამი სასაზღვრო პუნქტის ბლოკადას აგრძელებენ.

ცნობისთვის, პოლონელი გადამზიდველების ბლოკადა 6 ნოემბრიდან გრძელდება. ისინი უკრაინული კომპანიებისთვის კომერციული ნებართვების შემოღებას ითხოვენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება