გრიგორი კარასინი ბიჭვინთის აგარაკების გამო დაწყებულ პროტესტზე - გარედან ხელოვნურად არის გამწვავებული - არიან ახლომდებარე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკების გამო აფხაზეთში დაწყებული პროტესტი გარედან ხელოვნურად არის გამწვავებული.

„ამის ორგანიზებას ე.წ. ქარიშხლის მეგობრები ახორციელებენ. არიან ახლომდებარე ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამით“, - ციტირებს რუსული მედია კარასინის სიტყვებს.

მისი თქმით, აგარაკი, რომლის გამოც აფხაზეთში მომიტინგეები ქუჩებში გამოვიდნენ, არის „ძველი, სტალინური“ და ორი წლის წინ ხელმოწერილი მთავრობათაშორისი შეთანხმების თანახმად, ის რუსეთს ეკუთვნის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს დილით რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკები რუსეთს გადაეცა. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ე.წ. პარლამენტთან შეიკრიბნენ და ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა გააპროტესტეს.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი