გორის მერმა საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საზოგადოებას ერთი წლის ანგარიში წარუდგინა.

ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე და პროგრამებზე ისაუბრა. ანგარიში ძირითად მიმართულებებს - ინფრასტრუქტურას, გარემოს დაცვას, განათლებას, ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ უზრუნველყოფას, კულტურას, ახალგაზრდობასა და სპორტს ეხებოდა.

„ერთი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტში მოეწყო - 40 კილომეტრამდე გზა, 7 სკვერი, 15 სპორტული მოედანი, 8 სავარჯიშო სივრცე, 7 სოფელში ახალი სასმელი წყლის სისტემა, რეაბილიტირდა 2 საბავშვო ბაღი, დაწყებულია 2 სკოლის სრული რეაბილიტაცია, ერთი სკოლისა და 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა.

მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს სამედიცინო სერვისების დაფინანსებასა და სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის ფულადი დახმარებების გაცემას, ისარგებლა 6 ათასზე მეტმა მოქალაქემ.

მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში, მოქალაქეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდა 200 - ზე მეტი პროექტი. თანამშრომლობის მიზანი მმართველობით პროცესებში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა იყო.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს.

მერის ანგარიშს ესწრებოდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ჟურნალისტები და მოქალაქეები“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე