ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამალასა და სხვა ქალაქებში რეიდები განახორციელა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამალასა და სხვა ქალაქებში რეიდები განახორციელა.

ამ დროისათვის ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ალ-ნუსეი-რათის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი ლიბანში მოქმედ დაჯგუფება “ჰეზბოლას“ აფრთხილებს, რომ თუ მათი მხრიდან თავდასხმები არ შეწყდება, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში შეჭრასა და დაჯგუფების ობიექტებზე თავდასხმას არ გამორიცხავენ.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებულ ომს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 21 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. დაპირისპირების გამო საცხოვრებლის დატოვება მილიონზე მეტ პალესტინელს მოუწია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია