სომხეთის დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ მიწოდებული თანამედროვე ავტობუსები ემსახურება

ერევნის მილიონზე მეტ მოსახლეს MAN-ის ბრენდის ავტობუსები ემსახურება. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები სომხეთის დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგმა“ მიაწოდა. ქართული კომპანია, რომელიც გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეული ავტობუსებით ერევნის მთავრობამ დედაქალაქის მცხოვრებლებს მომსახურების ახალი სტანდარტი შესთავაზა, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.

ვაზგენ არუთინიანი, ერევნის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი: მოხარულები ვართ, რომთეგეტასთანწარმატებული თანამშრომლობით ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ. შედეგად, ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა მკვეთრად გაუმჯობესდა. ერევნის მცხოვრებლები ევროპული სტანდარტის, კომფორტული ავტობუსებით მგზავრობენ. ასევე ხაზგასასმელია, რომ MAN Lion’s City 12C ტიპის სატრანსპორტო საშუალებები, სხვა მოდელებთან შედარებით, გაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებას. ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, „თეგეტამ“, შემოგვთავაზა ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდახარისხიანი, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ავტობუსები მისაღებ ფასად. კომპანიამ ტრანსპორტი გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ერევნის მთავრობა განაგრძობს მუნიციპალური პარკის განვითარებას და იმედი გვაქვს, რომ წარმატებული თანამშრომლობათეგეტასთანმომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“.

ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, „თეგეტასა“ და ერევნის მერიას შორის გაფორმებული სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდებაც. ავტობუსების გამართული და შეუფერხებელი ოპერირებისათვის, „თეგეტა“ ყველა საჭირო მომსახურებას გერმანული სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს.

ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგისსტრატეგიული ბიზნესმიმართულების დირექტორი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, ეს პირველი საერთაშორისო ტენდერია, რომლის თანახმადაც ავტობუსები ქვეყნის გარეთ მივაწოდეთ. როგორც იცით, სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. EBRD- ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასება აქვს, რომელიც, ფასთან ერთად, ხარისხისა და მიწოდების კომპონენტსაც მოიცავს. „თეგეტამყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლო. 25 მილიონი ევროს ოდენობის ტენდერის პირობები ვადაზე ადრე შევასრულეთ. ამისათვის ჩვენს პარტნიორს, MAN-, ლოტები ტენდერის შედეგების გამოცხადებისთანავე დავუკვეთეთ. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ჯერ პოლონეთში, MAN-ის ერთ-ერთ ქარხანაში, შემდეგ კი უკვე თბილისში ჩაუტარდა ინსპექტირება. ჩვენი დედაქალაქიდან კი MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტი უშუალოდ ერევნის მერმა და ვიცე-მერმა ჩაიბარეს. ახლა კი ეს ავტობუსები მოსახლეობას წარმატებით ემსახურება. ჩვენი გამოცდილება, საერთაშორისო ბიზნესკავშირები და მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, კონკურენტუნარიანები ვიყოთ რეგიონის მასშტაბით. ერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის ტენდერი სწორედ ამის დასტურია“.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“, ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა.

28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ჰოლდინგს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები, MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. ამჯერად კი კომპანია მორიგი სატენდერო პირობების შესასრულებლად ემზადება, რომლის ფარგლებშიც „თეგეტა“ საქართველოს დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. თბილისის მუნიციპალური პარკისთვის MAN Lion’s City 18C-ს მიწოდება კომპანიამ უკვე დაიწყო.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Tegeta Truck & Bus 2006 წლიდან ბავარიული კომპანიის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული კომპანიის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჰოლდინგი გეგმავს MAN-ის სტანდარტებით ახალი, მასშტაბური სერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც ყველა ის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, რომლებსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.

ინფორმაციას "თეგეტა ჰოლდინგი" ავრცელებს.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი