გურამ მაჭარაშვილი - ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება

ვინმემ გვითხრას, ომისა და სამხედრო კონფლიქტის გარდა, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ როგორ შეიძლება გააქტიურება, - ეს განცხადება მედიასთან ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის თემაზე დასმული კითხვის პასუხად უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.

მაჭარაშვილის მტკიცებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში "დეოკუპაციის პროცესთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან გააქტიურება მაქსიმუმზეა".

"განცხადებებით საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტის საგარეო პოლიტიკური ჯგუფი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ კავშირშია, რასაც შესაბამისი შედეგი მყისიერად მოაქვს ხოლმე.

თუ ვინმე გვეტყვის, ამის გარდა და კიდევ სამხედრო კონფლიქტის გარდა რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ სიამოვნებით მოვისმენთ", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

27 დეკემბერს, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში