ანა დოლიძე - ბიჭვინთის საკითხზე მუდმივი სამართლებრივი პროტესტის დაფიქსირებაა საჭირო, მხოლოდ განცხადებები არ კმარა

პარტიის „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, რუსეთს ისედაც შეეძლო ბიჭვინთის ტერიტორიის სარგებლობა, თუმცა მან ტერიტორიის სამართლებრივად გაფორმება გადაწყვიტა.

„ცხადია, რუსეთს შეეძლო, უბრალოდ ესარგებლა ბიჭვინთის ტერიტორიით, რასაც ისედაც აკეთებს აფხაზეთზე. ანუ ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონოდა. აქ ისმის კითხვა: რატომ გადაწყდა ტერიტორიის სამართლებრივად გაფორმება? პასუხი მარტივია - იმისთვის, რომ გრძელვადიანად განმტკიცდეს მისი საკუთრება. საერთაშორისო სამართლებრივად ამას შედეგი ვერ მოჰყვება, რადგანაც აფხაზეთი სახელმწიფო არაა და ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ დადებს.

თუმცა საერთაშორისო სამართალი იცნობს მექანიზმს, რითაც სახელმწიფოები აპროტესტებენ ასეთ უკანონობებს: persistent objector- ანუ მუდმივი სამართლებრივი პროტესტის დაფიქსირებაა საჭირო. მხოლოდ განცხადებები არ კმარა“, - აცხადებს ანა დოლიძე.

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ამ განცხადებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ბიჭვინთის აგარაკი 49 წლიანი იჯარით რუსეთს გადაეცა.

კახა გოგოლაშვილი - თუ საქართველოს მოსახლეობა შეეგუება აზრს და დაიჯერებს, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი გვესაქმება, მაშინ ევროკავშირიც შეცვლის თავის პოლიტიკას საქართველოს მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს
„გალფის“ ქსელში ჩამსხმელი ოპერატორის სრულ სერვისს, QR თვითმომსახურების სერვისიც დაემატა
Solo-სა და Hyundai-ის ერთობლივი შეთავაზება - შეიძინეთ სასურველი ჰიუნდაი „საქართველოს ბანკის“ 0%-იანი ავტოგანვადებით