გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი - დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების დეჰუმანიზაცია ძალიან შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების დეჰუმანიზაცია ძალიან შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ თურქმა განაცხადა.

„სამართალდამცავ კონტექსტში სამხედრო ტაქტიკისა და იარაღის გამოყენება, არასაჭირო ან არაპროპორციული ძალის გამოყენება და გადაადგილების ფართო, თვითნებური და დისკრიმინაციული შეზღუდვები, რომელიც პალესტინელებზე ახდენს გავლენას, უკიდურესად შემაშფოთებელია“, - განაცხადა ვოლკერ თურქმა.

თურქმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ნაპირზე ვითარება უარესდება და ისრაელს პალესტინელების მიმართ ჩადენილი უკანონო მკვლელობის დასრულებისკენ მოუწოდა.

„პალესტინელების დეჰუმანიზაცია, რომელიც ახალმოსახლეების ქმედებებს ახასიათებს, ძალიან შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ისრაელის ხელისუფლებამ ახალმოსახლეების ძალადობა უნდა აღკვეთოს და დამნაშავეები დასაჯოს“, - აღნიშნა გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა.

ვოლკერ თურქის ცნობით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემების მიხედვით, 7 ოქტომბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით, დასავლეთ ნაპირზე 300 პალესტინელი გარდაიცვალა, მათ შორის 79 ბავშვი.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს