„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტრო - ღაზაში საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ღაზაში, ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა.

სამინისტროს პრესსპიკერის, აშრაფ ალ-ქუდრას ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაში, სამხრეთით მდებარე ხან-იუნისსა და ცენტრალურ ნაწილში - ალ-მაღაზიში განხორციელდა.

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია ათობით ადამიანი და რომ გამორიცხული არ არის, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის ძალებში განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა