რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3000-მდე პაციენტს გაუწია

რუხის საუნივერსიტეტო კლინიკამ სამი თვის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება 3000-მდე პაციენტს გაუწია. სამედიცინო დაწესებულებამ მრავალპროფილური მიმართულებით ფუნქციონირება 15 სექტემბრიდან დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაინერგა ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები.

„აღსანიშნავია, რომ რუხის მრავალპროფილური კლინიკა საქართველოში ერთადერთია, რომელიც მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურებას Canon-ის 640-შრიანი, უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატურით უზრუნველყოს. კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო მაღალკვალიფიციური კადრებით, მათ შორის თბილისიდან მოწვეული ექიმებით არის დაკომპლექტებული.

კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი, ისე ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები სარგებლობენ. ამ დრომდე ოკუპირებული ტერიტორიებიდან, კლინიკის სამედიცინო მომსახურებით, 800- მდე პაციენტმა ისარგებლა.

საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე - თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა