ირაკლი ხელაძე - ოპოზიცია, როგორც ყოველთვის, თავისი განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ მულტიფუნქციური პროექტის კრიტიკას გამოეხმაურა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც ირაკლი ხელაძემ განაცხადა, ოპოზიცია როგორც ყოველთვის, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებითაც არგუმენტმოკლებულ განცხადებებს აკეთებს და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს, უარყოფითად აფასებს.

„ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს თავიანთი განცხადებებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ისინი ცდილობენ, მეტი სიცრუე მიაწოდონ მოსახლეობას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ამა თუ იმ პროექტის თაობაზე.

გაგახსენებთ, რომ იგივე ხდებოდა დენდროლოგიურ პარკთან დაკავშირებითაც, თუმცა დღეს დასათვალიერებლად იქ ათასობით ადამიანი მიდის.

კრიტიკა ისმოდა როგორც თაბორის პროექტთან, რომელსაც ურბანული გენოციდი უწოდეს, ასევე იპოდრომთან დაკავშირებითაც, სადაც ახლა თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაა დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ და იმედი გამოთქვა, რომ დედაქალაქი მომავალშიც განაგრძობს განვითარებას და თბილისი ევროპული ქალაქი გახდება.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა