ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ცენტრალურ ნაწილში მოსახლეობას აფრთხილებს ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ცენტრალური ნაწილის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ სასწრაფოდ დატოვონ ტერიტორია, სანამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარეობს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სოციალურ ქსელ X-ში არაბულ ენაზე შეტყობინება გაავრცელა და ვადი ღაზას სამხრეთით, მათ შორის ალ-ბურეჯის ლტოლვილთა ბანაკში, მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გადავიდნენ დეირ ალ-ბალაში მდებარე თავშესაფრებში. თავდაცვის ძალებმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ გადაადგილდნენ ცენტრალური ღერძის - სალაჰ ალ-დინის გზის გასწვრივ - სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში მიმდინარე ბრძოლების გამო.

„ისრაელის შეიარაღებული ძალები დაუშვებს მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარულ გადაადგილებას ხან იუნისის დასავლეთით შემოვლითი ღერძის გავლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია