პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი ავრცელებს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის“, - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევროკავშირის ფონდებზე წვდომა დაბლოკილი ჰქონდა. ხელისუფლებაში დონალდ ტუსკის მთავრობის მოსვლის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კომისია ფინანსური დახმარების მიწოდების გზებს მოძებნიდა, როგორც კი პოლონეთი დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას აღადგენდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია