ვლადიმერ ბოჟაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქალაქს 600 მილიონი ჰქონდა ბიუჯეტი, საიდანაც 48 მილიონი გიგი უგულავამ მოიპარა - ახლა თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქალაქს აქვს მილიარდ რვაასი ათასი ლარი ბიუჯეტი

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ქალაქს 600 მილიონი ჰქონდა ბიუჯეტი, საიდანაც 48 მილიონი გიგი უგულავამ მოიპარა. ახლა თბილისელებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქალაქს აქვს მილიარდ რვაასი ათასი ლარი ბიუჯეტი, - ასე მიმართა საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე ოპოზიციონერ კოლეგებს.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაიგო ახალი გზები, რეაბილიტირდა ხიდები, განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. 81 მილიონი ლარი ჯანდაცვას მოხმარდა. ერთჯერადი დახმარება მიიღო 30 000-მა ბენეფიციარმა, 4 000-ზე მეტმა სტუდენტმა კი - სწავლის დაფინანსება. სოციალურად დაუცველი ბავშვები 200-ლარიან დახმარებას იღებენ.

ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არცერთი სტუდენტისთვის არ დაფინანსებულა სწავლა და არც სოციალურად დაუცველი ბავშვები იღებდნენ დახმარებას.

„სატრანსპორტო პოლიტიკაზე რომ ვლაპარაკობთ, თქვენ ხომ კარგად იცით ამ ქალაქში რამდენი მანქანა დადიოდა თქვენი მმართველობის დროს! ხომ გახსოვთ, გაუბედურებული რომ გყავდათ თბილისელები და საქართველოს მოსახლეობა და ახლა რამდენი მანქანა დადის?! თუ თქვენ ამას კალაძეს და „ქართულ ოცნებას“ აბრალებთ, რომ ჩვენ ვუყიდეთ თბილისელებს ორ-ორი მანქანა ოჯახში, მაშინ დაგეთანხმებით - დიახ, ჩვენ შევქმენით ის ეკონომიკური პირობები, რომ ჩვენმა მოქალაქეები უკეთესი ცხოვრებით ცხოვრობდნენ ახლა, ვიდრე თქვენ აცხოვრებდით“, - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება