ანა კაკაბაძე - 2023 წელს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენმა გუნდმა შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის  შენარჩუნება, განვითარება

2023 წელს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენმა გუნდმა შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, ანა კაკაბაძემ საკრებულოში გამართულ სხდომაზე 2023 წელი შეაჯამებისას განაცხადა.

ამასთან, კაკაბაძე ოპოზიციის ბრალდებებსაც გამოეხმაურა.

„მესმის, რომ მათ დავალება მიიღეს, საჯაროდ წამოეწიათ ეს საკითხი და ეს ადამიანები დაჰპირდნენ ნიკა გვარამიას, რომ შეასრულებდნენ მის დავალებას. მოქალაქეებისაც კი აღარ გერიდებათ - საჯაროდ, „ფეისბუქ“ პოსტებით იღებთ მითითებებს ადამიანისგან, რომელიც მინისტრიც იყო 2008 წლის შემდეგ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები ერთ-ერთი პირიც. სამწუხაროა, რომ ამაზე გვიწევს ლაპარაკი. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ კონკრეტული სახელებისა და სიმბოლიკის გამო, როდესაც ჩვენ 2008 წელსა და აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სახელები მივანიჭეთ ქუჩებს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში არცერთ დღეს არ იმყოფებოდნენ და არცერთი ამ საკითხისთვის მხარი არ დაუჭერიათ. სწორედ ეს ადამიანები არ უჭერდნენ მხარს ქვეყნის გმირების სახელების მინიჭებას ჩვენს ქალაქში არსებული ქუჩებისთვის“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

2023 წლის შეჯამებასთან დაკავშირებით კაკაბაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჯანდაცვის მიმართულებიდან რამდენიმე საკითხი გამოყო.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის პროგრამებს ახალი ქვეპროგრამა დაემატა - ენდოპროთეზირების დაფინანსება, რომელიც, მისივე თქმით, ძალიან დიდი გამოწვევა იყო მოსახლეობისთვის. ასევე, აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვების აბილიტაციის პროგრამაში მომლოდინეთა სიაში 300 ბავშვი იყო და ახლა ისინი სრული დაფინანსებით იღებენ მომსახურებას. ღვიძლის ტრანსპლანტაციისა და გაფანტული სკლეროზის მკურნალობა 70%-ით ფინანსდებოდა, ახლა უკვე სრულად, 100%-ით, ფინანსდება.

„2023 წელს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენმა გუნდმა შეძლო ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, განვითარება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ისტორიაში ჩაიწერება, არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. მე მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომლის მმართველობის დროსაც მოხდა ეს ისტორიული ფაქტი.

დღეს იმ რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ჩვენ უკვე მზად ვართ დავისახოთ ახალი მიზნები, მოვემზადოთ ახალი გამოწვევებისთვის“, - განაცხადა ანა კაკაბაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში