შალვა ოგბაიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წარმომადგენელს ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია

ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ბოდიშს, ან ბოდიშისმაგვარს არ მოვისმენ, მანამ მათ დავამუნათებ, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წარმომადგენელს ჩადენილი დანაშაულების გამო ქვეყნის მოსახლეობისთვის ბოდიში დღემდე არ მოუხდია.

„ბოდიში თქვენგან არ მომისმენია, როდესაც საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი გახდა. არც მაშინ გამიგია თქვენგან ბოდიში, როდესაც მე „შემომთავაზეს“ საავტომობილო ფედერაციის დატოვება და ქონების დათმობა, არც ჩემი შვილების წამების და არც წართმეული ქონებების გამო“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს