ვახტანგ ცინცაძე - ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგია

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განაპირობა ჩვენი ქვეყნის სწორმა ეკონომიკურმა და ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრული ნაბიჯებით ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე წელია, საქართველო, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ინარჩუნებს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

როგორც ცინცაძემ აღნიშნა, 2021-22 წლებში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გრძელდება - ათი თვის მონაცემებით, შვიდ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც, მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ეროვნული ვალუტა არის მყარი და სტაბილური.

„უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი კომპონენტია და შესაბამისად, ტარიფის შემცირება პოზიტიური ფაქტორია ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ეს გაზრდის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას", - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ასევე კერძო სექტორის საქმიანობაზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების შემცირებას და შესაბამისად, გაზრდის ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ