ლევან ხაბეიშვილი - უამრავი ადამიანი ხვდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი - ცხადია, ნერვიულობს პუტინი

ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი - მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია სწუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, - ამის შესახებ ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, უამრავი ადამიანი ხვდება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ „ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი“.

“ევროკავშირი ნიშნავს უსაფრთხოებას, მშვიდობას და ტერიტორიულ მთლიანობას. დიახ, ევროკავშირის გამოწვდილ ხელს მოჰყვა რუსეთის ეს ნაბიჯი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოახლოვდა საქართველოს გაერთიანება და ცხადია, წუხან მოსკოვში, ნერვიულობს პუტინი, რადგან ჩვენ აფხაზ ძმებს ურჩევნიათ საქართველოს მოქალაქეობა, ევროპის პასპორტი, მსოფლიოს მოქალაქეობა და არა ტერორისტი რუსეთი, სადაც ომი, უბედურება და მკვლელობაა. არავის არ უნდა დღეს რუსეთის მოქალაქეობა, ცივილიზებულ სამყაროს ფაქტობრივად მოწყდა და დარწმუნებული ვარ, ათწლეულები ასე იქნება პუტინის პირობებში, სანამ ის არ დასრულდება. და რომ დასრულდება, შემდეგ კიდევ ათწლეულები დასჭირდება რუსეთს იმ რეპუტაციის აღსადგენად, რაც ჰქონდა თავის დროზე. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის წევრობა უკვე შემდეგში, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უამრავი ადამიანი ხვდება უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ მათ ურჩევნიათ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა პუტინის რუსეთი და ამიტომაც ხდება ეს პროცესი, მაგრამ ამასაც ექნება ლოგიკური დასასრული როგორც კი ჩვენ სწრაფად მოვახერხებთ ევროკავშირში ინტეგრაციას, ამას კიდე ძალიან სწრაფად გავაკეთებთ ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის გარეშე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია