მამუკა ხაზარაძე - ჩვენ გვაქვს გასვრილი პოლიტიკა და გვყავს გასვრილი პოლიტიკოსები - ჩვენი  ამოცანაა, ხალხმა უარი უთხრას „ძველ პოლიტიკას“

„ქართული ოცნება“ გასვრილია, გასვრილია ყველაზე მთავარ საკითხში - ქვეყნის სამსახურში, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ისეთი ძალის მსახურება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია.

„უამრავი პროდასავლური, განათლებული, რეფორმატორები ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, ამიტომ დავუჭირე მხარი 2012 წელს, ასევე 2016 წელსაც, მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, ამ ადამიანებმა დატოვეს პარტია, ჩვენ დავინახეთ, რომ „ქართული ოცნება“ გასვრილია, გასვრილია ყველაზე მთავარ საკითხში - ქვეყნის სამსახურშია გასვრილი. ისინი არ ემსახურებიან ქართველ ხალხს. დაიწყეს მსახურება ისეთი ძალის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. ამის უამრავი ფაქტი არსებობს - გავრილოვის ღამიდან დაწყებული; ანაკლიის პროექტის ჩაგდებით; რუსული კანონპროექტის მიღების; ფარცხალაძის გადაფარება, ვისზეც პირდაპირ გეუბნებიან, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, რაც შეეხება წინა ხელისუფლების პოლიტიკოსებს, „გასვრილი პოლიტიკოსები“ არიან ისინი, რომლებმაც ადამიანის უფლებები, ღირსება, ქონებრივი უფლებები დაარღვიეს.

„ვიტყვი, ვინ არიან გასვრილი პოლიტიკოსები სახელების ჩამოთვლის გარეშე. ეს არის ის ხალხი, რომლებმაც წინა ხელისუფლების პირობებში უხეშად დაარღვია ქართველი ხალხის ყველაზე მთავარი - ღირსება, ადამიანის უფლებები, ქონებრივი უფლებები და ეს სია არის უზარმაზარი. ძალიან მცირე ადამიანმა პასუხი აგო მოსყიდული სასამართლოს წინაშე.

ის სასამართლო მოხელეები, რომლებიც ემსახურებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს „ქართულ ოცნებას“ ემსახურებიან, რომელსაც საზოგადოებამ „კლანი“ შეარქვა. არაფერი შეცვლილა, თუ წინა ხელისუფლების მხრიდან პრეზიდენტის მიერ იმართებოდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის მიერ იმართება. ეს ჩემთვის გასვრილია. ეს არის გასვრილი სისტემა. როდესაც დღევანდელ გასვრილ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობთ, ეს ის ხალხია, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება საქართველოში. ეს ჩემთვის არის ძველი, გასვრილი პოლიტიკა და პოლიტიკოსები…

ჩვენ ნიკა მელიასთან გვაქვს კომფორტი, რომ ერთად ვიბრძოლოთ. რატომ? - იმიტომ, რომ ნიკა მელია იბრძვის იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს ერთმმართველური, ოლიგარქიული, მითვისებული სახელმწიფოს ეტაპი. ეს არის „შუა“, თუ რა სახელიც არ უნდა დავარქვათ, ამოცანა არის, რომ ქართველმა ხალხმა ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრას ძველ პოლიტიკას. შეიძლება იყოს ძველი პოლიტიკა, მაგრამ გასვრილი არ იყოს. ჩვენ გვაქვს გასვრილი პოლიტიკა და გასვრილი პოლიტიკოსებიც, ძველიც. ძველ პოლიტიკაში ვგულისხმობ იმას, რომ ამ ქვეყანას 30 წელია ერთი პარტია მართავს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთი ვერტიკალით”, - განაცხადა ხაზარაძემ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში