საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მოსახლეობას შობა-ახალ წელს ულოცავს

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია, საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე, - ამის შესახებ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა.

როგორც ყანდაშვილი აღნიშნავს, მედიატორობა მნიშვნელოვანი პროფესიაა და მედიაცია მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების ეფექტიანი მექანიზმია.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სახელით, მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავთ. ეს წელი სრულიად საქართველოსთვის ბედნიერების, ჯანმრთელობის და წარმატების მომტანი ყოფილიყოს! 2023 წელს, ბევრი სირთულე თუ გამოწვევა იყო, მათ შორის, მედიატორთა პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია საქართველოში, ევროპულ სტანდარტებზე მისადაგებული პროფესიის დანერგვა აიღო საკუთარ თავზე და წარმატებით აგრძელებს ყოველი გამოწვევის თუ სირთულის გადალახვას.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მედიაცია მნიშვნელოვანი პროფესიაა და სოციალური მშვიდობის გზაზე, მხარეთათვის კონფლიქტის მოგვარების ეფექტური მექანიზმია.

მადლობას ვუხდით მედიატორებს, დაუღალავი შრომისთვის, მედიაციის ყველა მხარდამჭერს, მათ შორის, საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ვინც მედიაციის ინსტიტუტის განვითარებაში წვლილი შეიტანა, ვუსურვებთ სრულიად საქართველოს წინსვლის და განვითარების, ბედნიერების და მშვიდობის კიდევ ერთ ახალ წელს“, - ნათქვამია მედიატორთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე