ირანში ისრაელის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ბრალდებული ოთხი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სიკვდილით დასაჯეს ოთხი ადამიანი, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლების მტკიცებით, ისრაელის ეროვნული სადაზვერვო სამსახურისთვის, „მოსადისთვის“ მუშაობდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანული მედიის ცნობით, აღნიშნულმა „დივერსანტებმა ჩაიდინეს ფართომასშტაბიანი ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“ და მათ სიკვდილის დასჯას წინ უძღოდა სასამართლო პროცესი.

დასავლეთსა და ისრაელში ირანს დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერაში ადანაშაულებენ, რომელმაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა.

თეირანი აღნიშნულ თავდასხმაში რაიმე სახის მონაწილეობას უარყოფს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია