რუსების საჰაერო თავდასხმის შედეგად დნიპროსა და ხარკოვში არიან დაღუპულები, კიევში მოქალაქეები ნანგრევების ქვეშ არიან მიყოლილი

კიევში, კიევის ოლქში, ზაპოროჟიეში, ხმელნიცკსა და დნიპროში საჰაერო განგაშის დროს აფეთქებები მოხდა. აფეთქებები ასევე ისმოდა ოდესაში, ხარკოვსა და ლვოვშიც, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დნიპროში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა. ქალაქის მერის განცხადებით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამასთან, კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქის შევჩენკოს რაიონში საწყობის ნანგრევების ქვეშ სამი ადამიანია მოყოლილი.

ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქში აფეთქებები მოხდა. მისი ინფორმაციით, რუსებმა ლვოვში საცხოვრებელ სახლს დაარტყეს. ამასთან, სავარაუდოდ, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო, ლიცეუმის შენობაში ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები.

შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში, წუხანდელი ღამის შემდეგ საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს