„თეგეტამ“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი უკვე განათავსა

„თეგეტას“ 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამისადმი ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე, კომპანიამ ახალი, 20 მილიონი ევროს ეკვივალენტი მულტი-სავალუტო პროგრამა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ „გალტ & თაგარტია“.

„აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა.

2023 წლის 15 დეკემბერს კომპანიამ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის პროგრამა დახურა , რომლის ემისიაც 3 ტრანშად მოხდა. პროგრამის ბოლო ტრანში, 4 მილიონი ევროს ოდენობით, 180%-იანი გადაჭარბებით (Over-Subscription) 7.00% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. შედეგად კომპანიამ ახალი პროგრამის გამოცხადება გადაწყვიტა.

გადაჭარბებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი პროგრამის ფარგლებში გამოშვებული 7 მილიონიანი ტრანში გაუმჯობესებული, 6.75% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ტრანზაქციის ვადიანობა 2 წელია. მოზიდული სახსრები კომპანიამ არსებული საბანკო სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას მოახმარა, რის შედეგადაც კომპანიის დაფინანსების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მათ შორის დაფინანსების ხარჯები.

აღსანიშნავია, რომ წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 40-მდე ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა. მიმდინარე პროგრამის ფარგლებში დარჩენილი ტრანშების ემისია 2024 წლის დეკემბრამდე იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ კაჭარავა, აღნიშნავს, „თეგეტა ჰოლდინგმა“ სამი კვირის წინ საქართველოში პირველი მულტი-სავალუტო ობლიგაციების 30 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტის პროგრამა, მესამე ტრანშით დახურა.

„ინვესტორების მხრიდან გამოკვეთილი მაღალი ინტერესის გამო ახალი პროგრამის გამოცხადება დაუგეგმავად გადავწყვიტეთ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ 2023 წელს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით ვხურავთ. ახალი მულტი-სავალუტო პროგრამა ინვესტორების გადაჭარბებული ინტერესიდან გამომდინარე გამოვაცხადეთ, გამოხატული ინტერესი ნათლად აჩვენებს „თეგეტა ჰოლდინგის“, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს, მეორე მხრივ, კი ეს კომპანიის ფინანსურ განვითარებას უწყობს ხელს. „თეგეტას“ სტრატეგია საერთაშორისო ბაზრებზე წარმომადგენლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად, შესაბამისად, ფასიანი ქაღალდების განთავსება უცხოურ ვალუტაში მოხდა. ეს გადაწყვეტილება სრულად პასუხობს უცხოურ ბაზრებზე კომპანიის განვითარების სტრატეგიას“,- აღნიშნა ვახტანგ კაჭარავამ.

„გალტ & თაგარტის” გენერალური დირექტორი, ლევან შავკაციშვილი აღნიშნავს, რომ „გალტ & თაგარტი“ კვლავ აგრძელებს „თეგეტა ჰოლდინგისთვის“ დაფინანსების პირობების გაუმჯობესებაში ხელშეწყობას.

„ჩვენი აქტიური თანამშრომლობა უკვე ახალი მულტი-სავალუტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალი, 20 მილიონი ევროს მულტი-სავალუტო პროგრამიდან 7 მილიონი ევროს წარმატებით განთავსება ესეთ მოკლე პერიოდში საცალო ინვესტორების მხრიდან კომპანიის მიმართ უდიდეს ნდობასა და დაინტერესებაზე მიანიშნებს. ხაზგასასმელია წინა, 3 კვირის წინ დახურულ ევროს გარიგებასთან შედარებითაც კი გაუმჯობესებული კუპონი 7.00%-დან 6.75%-მდე. ეს, ერთი მხრივ, უკავშირდება კომპანიის უპრეცედენტო აქტივობას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე, ხოლო, მეორე მხრივ - „გალტ & თაგარტის“ უნიკალური დისტრიბუციის არხების უპირატესობებზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ „გალტ & თაგარტი“ „თეგეტა ჰოდლინგის“ ექსკლუზიური პარტნიორია უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ყველა ემისიაში. „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ლიდერი საინვესტიციო ბანკია, სავალუტო ობლიგაციების გამოშვება-განთავსებაში უნიკალური გამოცდილებით და მთელი გუნდი მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ასეთი განსაკუთრებული გარიგებით დაგვესრულებინა მიმდინარე წელი“,- აღნიშნა ლევან შავკაციშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ