დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საზოგადოებას მიმართავს, პიროტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვას

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი საზოგადოებას მიმართავს, პიროტექნიკის გამოყენებაზე უარი თქვას.

მისივე თქმით, ევროკავშირში მკაცრად რეგულირებულია ფოიერვერკის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესები.

„პიროტექნიკის გაუაზრებელ გამოყენებას, ყოველ ახალ წელს მეტი და მეტი ზიანი და მძიმე შედეგები მოაქვს ადამიანებისთვის. განსაკუთრებით მოზარდებისთვის. ვფიქრობ, დადგა დრო, ყველამ ერთად ვთქვათ უარი მის გამოყენებაზე.

უმნიშვნელოვანესია, ადამიანები მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ გარემოზე და რაც მთავარია, გავიხსენოთ, რომ არსებობენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები, რომელთათვისაც ახალი წელი ტანჯვასა და ტკივილთან ასოცირდება.

ევროკავშირში მკაცრად რეგულირებულია ფოიერვერკის ყიდვა-გაყიდვის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესები. მკაცრადაა შეზღუდული პიროტექნიკის გამოყენების და პიროტექნიკული ნაწარმით ვაჭრობის ადგილები და საათები. მნიშვნელოვანია იმის შეხსენებაც, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ბავშვები პიროტექნიკას არ და ვერ ყიდულობენ. ასევე, ადამიანები არ აფეთქებენ ფოიერვერკებსა და საახალწლო ასაფეთქებლებს ზოოპარკების სიახლოვეს, სადაც დაზაფრული ცხოველები შიშით კედლებს აწყდებიან და იხოცებიან..

ამა წლის დასაწყისში არსებობდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია აპირებდა პიროტექნიკის რეალიზაციის შეზღუდვას, თუმცა ასაფეთქებლები და მაშხალები ისევ ყველასთვის, მათ შორის ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია და იყიდება ყოველი ფეხის ნაბიჯზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო სტრუქტურები მოიკოჭლებენ იმ მექანიზმების დანერგვასა და აღსრულებაში, რომელიც დაიცავს არასრულწლოვნებს, მომხმარებლებს და რომელიც გააკონტროლებს პიროტექნიკით მოვაჭრეებს.

აქვე, არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მოქალაქეობრივი თვითშეგნება წინა წლებთან შედარებით გაცილებით გაზრდილია და ზოგადი სურათი ბევრად გაუმჯობესებულია. ასაფეთქებლებს, ისეთი რაოდენობით, როგორც ეს გასულ წლებში იყო ნამდვილად აღარ აფეთქებენ და ამის საფუძველი სწორედ ის საინფორმაციო კამპანიებია, რომლებშიც ჩვენ, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართულები.

მოგიწოდებთ, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ჩვენს გარესამყაროსა და გარეულ თუ შინაურ ცხოველებს, რომლებიც თანაცხოვრობენ ჩვენთან ერთად, გვიცავენ და გვჩუქნიან დიდ სიყვარულს. ჩვენი ვალი კი მათზე ზრუნვა და მოფრთხილებაა. იმედი მაქვს, ამ ახალ წელს თითოეული ჩვენგანი ვიგრძნობთ, რომ პიროტექნიკის გამოყენება, კიდევ უფრო შემცირდა!“, - აცხადებს დეპუტატი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში