ვალერი ზალუჟნი - რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისას 150-ზე მეტი რაკეტა და დრონი გამოიყენეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ წუხელ და დღეს დილით საჰაერო თავდასხმის 158 საშუალება გამოიყენა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნიმ Telegram-ზე იუწყება.

მისი თქმით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 27 დრონი და 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

„წინასწარი შედეგების მიხედვით, მტერმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენა 158 საჰაერო თავდასხმის საშუალება: სხვადასხვა ტიპის რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები. საჰაერო ძალებმა და საშუალებებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, Shahed-136/131 ტიპის 27 დრონი და Х-101/Х-555/Х-55 ტიპის 87 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს“, - აცხადებს ზალუჟნი.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა და 76 დაშავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ