ნინო წულაძე - „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მთავარი კვანძის აოხრების გეგმას მოაწერა ხელი

ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე ცათამბჯენების დამტკიცებით „ქართულმა ოცნებამ “თბილისის მთავარი კვანძის აოხრების გეგმას მოაწერა ხელი. ეს არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთის შესრულება და კახა კალაძის და მისი თანამდებობის პირების, სავარაუდო კორუფციული სქემით გამდიდრების მორიგი მცდელობა, რაც, სამწუხაროდ, დედაქალაქის ურბანულ, სატრანსპორტო უსაფრთხოების პოლიტიკაზე გადის,- ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ნინო წულაძემ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი შენობების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

წულაძის თქმით, თბილისის საკრებულოს მმართველი გუნდის წევრებმა ისე დაუჭირეს მხარი „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე ორი 52-სართულიანი შენობის მშენებლობას, რომ არც ერთი კომპეტენტური ექსპერტის მოსაზრება არ გაითვალისწინეს.

მისივე თქმით, არავის უმსჯელია იმაზე თუ რა პრობლემები და საფრთხეები შეიქმნება ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძში, რამდენი მანქანა ან საპარკინგე ადგილი დაემატება ისედაც საცობად ქცეულ გმირთა მოედანს და რაც მთავარია, საზოგადოებას ატყუებენ, რომ ორი ცათამბჯენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - აბრეშუმის ფაბრიკას არ დაფარავს.

„სამწუხაროდ, შევეჩვიეთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრებას. ხშირად კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობა თუ არაკომპეტენტურობა საშინელი ტრაგედიების მიზეზი ხდება, თუმცა ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის ეკისრება. მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საზოგადოებას თვალის ასახვევად მსხვერპლად დაბალი რანგის თანამშრომელს სწირავენ, თვითონ კი მორიგ დანაშაულებრივ-გამდიდრების სქემაზე იწყებენ მუშაობას. როგორც ეს ვიხილეთ ვაკის პარკის ტრაგედიის დროს და დღეს უკვე ლაგუნა ვერეში მოსალოდნელი საფრთხეების აცილებაზე გვიწევს ბრძოლა. ამგვარი მშენებლობები დღევანდელი ჩინოვნიკებისთვის არის ფულის შოვნის ახალი გეგმა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თამარაშვილსა და ჭაბუა ამირეჯიბის დასაწყისში „ქართული ოცნების“ შემომწირველი კომპანია X2 კიდევ ერთი 50-სართულიანი ცათამბჯენს აშენებს, ეს პროექტები არის დამღუპველი. ამირეჯიბის ქუჩიდან ლაგუნა ვერემდე მთელი გზის ქვეშ გადის კოლექტორი. ყოველი წვიმის შემდეგ მთელ თბილისში ისედაც უხვი ნალექის შეგუბება ხდება და, წარმოგიდგენიათ, ამ დონის მშენებლობები რა პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას. მაგრამ თბილისელებზე ვინ ფიქრობს, როდესაც 2024 წლის არჩევნები მოახლოვდა და „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, ფული სჭირდება თანამდებობების შესანარჩუნებლად. ამიტომაც გასცემენ თვალდახუჭულები სამშენებლო ნებართვებს - ვაკე ნოშრევან ნამორაძემ, დიდუბე-ნაძალადევი ნინო წილოსანმა და ირაკლი რუხაძემ, გმირთა მოედანი კი თავად ივანიშვილმა გადაიფორმა. ფაქტობრივად, მთელი თბილისი გადანაწილებული აქვს „ოცნების“ პარლამენტარებსა და ივანიშვილის ხელის ბიზნესმენებს, რომ ბიუჯეტი კარგად გამოხრან“, - აცხადებს ნინო წულაძე, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია