თბილისში, „ჰუალინგის“ ტერიტორიაზე, პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 20-მდე ეკიპაჟი მუშაობდა.
ადგილზე ამ დროისთვის 5 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს კერების დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.