შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ უწყების 80 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკვე რამდენიმე წელია ღონისძიებას ახალი ნომინაცია „წლის საუკეთესო გუნდი“ დაემატა , რომელიც 2024 წელს ანალიტიკური დეპარტამენტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელთა გუნდს გადაეცა, ერთობლივი წარმატებული პროექტისთვის სახელწოდებით - ,,გადასახადის გადამხდელთა ქცევის რეიტინგი“.

,,უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დამდეგ ახალ 2024 წელს და შობის დღესასწაულს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და წარმატებებს. ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა მივიღო დღევანდელი დაჯილდოების ცერემონიაში. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობისთვის და სანიმუშო თანამშრომლობისთვის. სამსახურის თითოეული თანამშრომლის აქტიური ჩართულობითა და ძალისხმევით, სრულად შესრულდა კანონით ნაკისრი ვალდებულებები. გმადლობთ, კეთილსინდისიერებისა და ერთგულებისთვის“, -აღნიშნა ლევან კაკავამ.

დაჯილდოვების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, პაატა კილაძე და მოადგილეები, ირაკლი შარტავა, ვლადიმერ ხუნდაძე, ლევან წითელაშვილი, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში