ზურაბ აზარაშვილი - მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული - წამლის ასე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია

მედიკამენტების ფასი 300-400%-ით იყო მომატებული. წამლის ასე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, 4 ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან დანაშაულის ეს ფორმა, გამოყენებული იყო როგორც მძიმე პაციენტების, ისე სახელმწიფოს მიმართ.

„ამ შემთხვევაში ზარალი, სამწუხაროდ მხოლოდ რიცხვებში არ გამოიხატება. ეს უშუალოდ ადამიანების სიცოცხლესთანაა კავშირში. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ეს იყო მიზანმიმართული, წინასწარი შეთანხმებით გაძვირებული ფასები.

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს სახელმწიფო იძენს, ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ მედიკამენტებზე ხდებოდა ხელოვნურად ერთიანი ფასების დაწესება, რათა სახელმწიფოს სხვა ალტერნატივა არ ჰქონოდა და იძულებული ყოფილიყო, რომ მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასით შეეძინა.

აღნიშნულის შესახებ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მარტის თვეში ვაცნობეთ. მედიკამენტების ფასი 300-400 %-ით იყო მომატებული.წამლის ესე გაძვირება ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია.

თუ კონკრეტული მედიკამენტი 2 000 ლარი ღირდა, 25 000 ლარიან ლიმიტში პაციენტს 12 კოლოფისა და ცოტა მეტის შეძენა შეეძლო, 5000-ის შემთხვევაში კი მხოლოდ 5 კოლოფის. მას შემდეგ რაც პაციენტები ლიმიტს ამოწურავდნენ, ისინი წამლის გარეშე რჩებოდნენ, თუმცა ამ გაუგონარი ქმედების შემდეგაც, ჩვენ ამ ადამიანებს რეფერალური დახმარების პროგრამებით მაინც ვაფინანსებდით", -განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ