ეროვნული ბანკი 2023 წლის, მესამე კვარტლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსს აქვეყნებს

ეროვნული ბანკი 2023 წლის, მესამე კვარტლის საქართველოს საგადასახდელო ბალანსს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.

„2023 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის მსგავსად, მიმდინარე ანგარიში პროფიციტული იყო და 163.6 მლნ აშშ დოლარი (428.8 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მესამე კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის პროფიციტი წლიურად 51.2 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა 4.8 პროცენტიდან 2.0 პროცენტამდე შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 19.5 პროცენტით გაიზარდა და 1.4 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 5.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 3.5 პროცენტით გაიზარდა.

მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი, 2023 წლის მესამე კვარტალში 1.4 მლრდ აშშ დოლარს (3.8 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 5.3 პროცენტით აღემატება.

2023 წლის მესამე კვარტალში, წმინდა შემოსავლის ანგარიში -468.4 მლნ აშშ დოლარი (-1.2 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 5.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 11.0 პროცენტით შემცირდა.

მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 6.1 პროცენტით შემცირდა და 2023 წლის მესამე კვარტალში 889.3 მლნ აშშ დოლარს (2.3 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 6.8 პროცენტით შემცირდა 840.2 მლნ აშშ დოლარამდე (2.2 მლრდ ლარი).

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, მესამე კვარტალში 227.0 მლნ აშშ დოლარი (594.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 2.8 პროცენტია.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე