არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე

არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა უარი BRICS-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისი შინაარსის წერილები ხავიერ მილეიმ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და სი ძინპინს გაუგზავნა.

BRICS-ში მოწვევაზე უარის თქმის შესახებ წერილები ასევე გაეგზავნა გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოების - ბრაზილიის, ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის - ლიდერებს.

ცნობისთვის, არგენტინა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანებას 2024 წლის 1 იანვრიდან აპირებდა.

BRICS-ის ლიდერებისადმი თავის წერილში პრეზიდენტი ხავიერ მილეი აღნიშნავს, რომ მთავრობა, რომელსაც იგი ახლა მეთაურობს, „ბევრ ასპექტში განსხვავდება წინა მთავრობისგან, და ამ მხრივ, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება გადაიხედება“.

„ამასთან დაკავშირებით, მინდა გაცნობოთ, რომ ამ ეტაპზე 2024 წლის 1 იანვრიდან არგენტინის რესპუბლიკის სრულფასოვან წევრად BRICS-ში გაწევრიანება შესაძლებელი არ არის”, - აღნიშნავს მილეი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!