საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 2023 წელს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროკურატურის თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრაზე, 2023 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალურმა პროკურორმა თანამშრომლებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა, ხაზი გაუსვა უწყების როლს კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში და მადლობა გადაუხადა პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს გაწეული საქმიანობისთვის.

„ირაკლი შოთაძემ პროკურატურის წარმატებული თანამშრომლები ვადამდელი წოდებებით და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გენერალური პროკურორის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოს – კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს მიერ სხვადასხვა კრიტერიუმებით გამოვლინდა 2023 წლის საუკეთესო პროკურორი - ზინიკო ქობალია, საუკეთესო გამომძიებელი ზურაბ სამხარაძე, წლის საუკეთესო სტრუქტურული დანაყოფი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურა და წლის ყველაზე დატვირთული რაიონული პროკურატურა ხაშურის პროკურატურა. სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შესაბამისი სიგელით სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა დაჯილდოვდა.

ასევე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებულად კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიონალურად შესრულებისთვის საქართველოს პროკურატურის საპატიო მუშაკის წოდება პროკურატურის ხუთ თანამშრომელს - ნუგზარ მახათაძეს, მანანა ფირანიშვილს, მადონა ურუშაძეს, ნანა ხუნჯუას და ირაკლი ჩილინგარაშვილს მიენიჭათ.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი შოთაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თანამშრომლებს წარმატებული წელი უსურვა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა