ეროვნული ბანკი - საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.2 მლრდ აშშ დოლარი (-78.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -98.7 პროცენტია (მიმდინარე წლის 30 ივნისის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი მშპ-ს -103.9 პროცენტი იყო). ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 337.6 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა.

“2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 15.6 მლრდ აშშ დოლარია (41.8 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 386.5 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 44.8 მლრდ აშშ დოლარი (120.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალის მაჩვენებელს 48.9 მლნ აშშ დოლარით აღემატება.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე,“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე