ზურაბ აზარაშვილი - მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს, 1000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს

მომდევნო 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბინებს, 1000 უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს გადასცემს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი 2024 წლიდან დაიწყება და 2025 წლის ბოლომდე, აღნიშნული სტატუსის მქონე ყველა ოჯახი მიიღებს ბინას.

„ეს ძალიან კარგი პროექტი და ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის. ჩვენს სამინისტროს დაევალა აღნიშნულის უზრუნველყოფა, რადგან ჩვენ გვაქვს გამოცდილება, როგორც ასეთი ოჯახების შეფასების, ისე ბინებით უზრუნველყოფის კუთხით. 2 წლიანი პროექტი, მრავალშვილიან, უსახლკარო ოჯახებს შეეხება. პროექტის ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია. უკვე 2025 წლის ბოლომდე, ასეთ მრავალშვილიან ოჯახებს ექნებათ საკუთარი ბინა და სრულად უზრუნველვყოფთ მათ დაკმაყოფილებას“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება