ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს 2024 წელს რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსება. ამის შესახებ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ყველაზე მასიურ საჰაერო დაბომბვას მოჰყვა.

„ამერიკელ ერს შეუძლია იამაყოს სიცოცხლეებით, რომელთა გადარჩენაში დახმარება შევძელით, და მხარდაჭერით, რომელიც უკრაინას გავუწიეთ, რომელიც საკუთარ ერს, საკუთარ თავისუფლებასა და საკუთარ დამოუკიდებლობას იცავს. მაგრამ თუ კონგრესი ახალ წელს სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, ჩვენ ვერ შევძლებთ იარაღისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჰაერო სისტემების გაგზავნას, რომლებიც უკრაინას საკუთარი ერის დასაცავად სჭირდება. კონგრესმა ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და შემდგომი დაყოვნებების გარეშე იმოქმედოს”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის ფსონები უკრაინას სცდება და ნატოს მთლიან ალიანსს, ევროპისა და სამომავლო ტრანსატლანტიკური ურთიერთობების უსაფრთხოებას ეხება, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არა მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობს, არამედ ნატოში აშშ-ის ზოგიერთ მოკავშირესაც ემუქრება.

„როდესაც დიქტატორებსა და ავტოკრატებს უხეში ქმედებების უფლება ეძლევათ, იზრდება იმის რისკი, რომ შეერთებული შტატები პირდაპირ იქნება ჩართული და შედეგები მთელს მსოფლიოში ისმის. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია გააერთიანა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი