პოლონეთმა სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლი 2024 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა

პოლონეთმა სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლი 2024 წლის თებერვლამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო დაცვის პრესსპიკერი, ანა მიჩალსკა ავრცელებს.

„საზღვრის კონტროლის მიზანი ბალკანეთის მარშრუტიდან არალეგალური მიგრაციის პრევენციაა. მოგზაურებს სამგზავრო დოკუმენტები, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, უნდა ჰქონდეთ“, - განაცხადა მიჩალსკამ.

საერთო ჯამში, 2023 წელს პოლონელმა მესაზღვრეებმა სლოვაკეთის საზღვარზე 2078 ადამიანი დააკავეს.

„ეს ადამიანები პოლონეთის გავლით გერმანიაში არალეგალურად მოხვედრას ცდილობდნენ“, - აღნიშნა მიჩალსკამ.

შეგახსენებთ, პოლონეთმა სლოვაკეთის საზღვარზე კონტროლი მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს დააწესა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია