უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აშშ-ის თავდაცვის მდივანსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური საჰაერო თავდასხმები განიხილეს და მომავალში მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

„მდივანმა ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ისა და 50 მოკავშირისგან შემდგარი კოალიციის ვალდებულება, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას მხარი დაუჭირონ, უცვლელი რჩება“, - ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუსეთის თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის კონგრესს მოუწოდა, რომ უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება დააჩქაროს. ჯო ბაიდენის მსგავსად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის თავდასხმები დაგმო და კონგრესს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ 29 დეკემბერს, რუსეთმა, სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაზე ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მიუხედავად იმისა, რომ დაღუპულთა რაოდენობა ჯერ არ არის დაზუსტებული, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაახლოებით, 30 ადამიანი დაიღუპა და 160 დაშავდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!