ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო - დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს

ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო - დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყველა აქტივი გაუჩერეს.

„ჩემმა ადვოკატებმა რამდენჯერმე თქვეს, რომ მე უკვე სანქცირებული ვარ. მე რეალურად სანქცირებული ვარ დე ფაქტო, ყველაზე უხეში მეთოდებით, უხეში გზებით, კანონის გზების ავლით. რაც დაიწყო უკრაინის ომი, იქიდან ერთ თვეში რეალურად ყველა აქტივი გამიჩერეს და სასამართლოებში მატარებენ. რეალურად სანქცირებული ვარ და ამიტომ, ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს, დაასანქცირეთ, დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს. ნახეთ, რომ კიდევ პოლიტიკაშიც დავბრუნდი რომ ქვეყანას დავეხმარო“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვას, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილების მიზეზი საერთაშორისო სანქციების შიში ხომ არ გახდა, ივანიშვილი ასე პასუხობს: „არ მაქვს მაგის შიში იმიტომ, რომ სანქცირებული ვარ დიდი ხანია და ღია კარებს რატომ ამტვრევთ?“

„ადვოკატებმა სანქციებთან დაკავშირებით ძალიან კარგი განმარტებები გააკეთეს. დადგება დრო და მეც საჯაროდ გამოვალ და უფრო მეტს ვეტყვი საზოგადოებას. დღეს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ამაზე მეტის თქმას საჭიროდ არ ვთვლი“,- განახადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა