ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიცია სრულად განადგურდა, რამაც მმართველ პარტიას შეიძლება თავბრუ დაახვიოს - როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო

სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი- ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება, თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ოპოზიციის განადგურებამ და ამ ფაქტორით გამოწვეულ შესაძლო გამოწვევებმა მმართველ ძალაში აიძულა მისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიეღო და პოლიტიკაში დაბრუნებულიყო, რის შესახებაც მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას რამდენიმე დღის წინ თავად აცნობა.

„პოლიტიკიდან გასვლისას მმართველი პარტიის სათავეში გამართული გუნდი დავტოვე, რომელმაც გასული სამი წლის განმავლობაში მრავალი სირთულის დაძლევა და ამოცანების შესრულება შეძლო. ამ ფონზე, სამწუხაროდ, ვიმეორებ, სამწუხაროდ, სრულად განადგურდა ოპოზიცია. განადგურდა პოლიტიკის ის სუბიექტი, რომელიც პოლიტიკურ სისტემაში მმართველი გუნდის კონტროლზეა პასუხისმგებელი. დანაშაულებრივი წარსულით დამძიმებული ოპოზიცია ხელისუფლების ჯანსაღი და ქმედითი კონტროლით არც მანამდე გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა მას კონტროლის მინიმალური რესურსიც აღარ დარჩა. ნაცვლად ოპოზიციური პარტიების ეფექტიანი კონტროლისა, ხელში შეგვრჩა სიცრუის ნიაღვარი, რომელიც ყოველდღიურად მოედინება მათი მედიასაშუალებებიდან და უკვე იმდენად გაცვდა, რომ მმართველ გუნდს მცირე დისკომფორტსაც კი ვეღარ უქმნის. ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ რჩება, ჩნდება ცდუნება, რომ დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციის კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა