ირაკლი კობახიძე - „მესამე ძალას“ ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“, „ნაცებით“ არ შეიძლება მესამე ძალა ჩამოაყალიბო - ეს არის შეცდომა

„მესამე ძალას“ ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“, „ნაცებით“ არ შეიძლება მესამე ძალა ჩამოაყალიბო. ეს არის მეოთხე შეცდომა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ე.წ. მესამე ძალაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ე.წ. მესამე ძალაში ეკლექტური გაერთიანება მოიაზრება.

„აქ მოიაზრება რამდენიმე ადამიანი, ესენი არიან ხაზარაძე, გახარია, ზურაბიშვილი, ლომჯარია, მელია, გვარამია, ასეთი სიმბიოზია, ეკლექტური გაერთიანება მოაზრებული. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები, ვინც ქვეყნის გარეთ ასეთ რაღაცებს გეგმავენ, დიდად ვერ გრძნობენ ქვეყანაში სიტუაციას. არ შეიძლება ასეთი ადამიანების ერთობით რაიმე წარმატებას მიაღწიო, არაერთხელ დაუშვიათ მათ შეცდომები, როდესაც ჯერ აქცენტს აკეთებდნენ ბოკერიაზე, შემდეგ ხაზარაძეზე, გახარიაზე, ყოველ ჯერზე ჩაუვარდათ ე.წ. მესამე ძალის მცდელობა. რატომ?- იმიტომ, რომ „მესამე ძალას“ ყოველთვის აგებდნენ „ნაცებზე“, „ნაცებით“ არ შეიძლება მესამე ძალა ჩამოაყალიბო. ეს არის მეოთხე შეცდომა, რომელსაც მეოთხე ჯერზე უშვებენ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად