ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან შეშფოთებულები

ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან შეშფოთებულები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს „სისხლიანი რეჟიმი“ წარსულს ჩააბარა და საქართველოში დემოკრატიული მმართველობა დაამკვიდრა.

„ივანიშვილს ამ ქვეყანაში განხორციელებული აქვს უზარმაზარი ქველმოქმედება, რაც რა თქმა უნდა, მის განსაკუთრებულ ავტორიტეტს განაპირობებს. ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი არის პრობლემა „ნაცმოძრაობის“ გარე პარტნიორებისთვის და პატრონებისთვის. ამიტომ არიან შეშფოთებულები ამ ყველაფრით. ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს პირდაპირი გაგებით „სისხლიანი რეჟიმი“ ჩააბარა წარსულს და საქართველოში დაამკვიდრა დემოკრატიული მმართველობა ავტორიტარიზმის ნაცვლად. ამ უსამართლო განცხადებებს და რეზოლუციებს საკადრისი პასუხი გაეცა. ძალიან დიდი ხანია, ასეთი განცხადებები და რეზოლუციები აღარ მიიღება ამ ადამიანების მხრიდან. სიმართლით გავეცით პასუხი იმ უსამართლობას, რაც მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუციებში იყო ასახული. ყველგან არის საჭირო ღირსეული მიდგომა და პასუხი. სადაც ახსენებ ღირსებას, იქ მიიღებ ღირსეულ პასუხს. ეს არის ჩვენი პოლიტიკის პასუხი“, - აღნიშნა კობახიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა