ირაკლი ღარიბაშვილი - დასამალი არაფერია, მქონია კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან იმიტომ, რომ კრიზისები გამოიარა გუნდმა, ვგულისხმობ სტრატეგიულ საკითხებს, რაც ქვეყნის გადარჩენას უკავშირდებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში მას ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციები ჰქონდა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილთან კონსულტაციებს მართავდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება ტურბულენტურ სიტუაციაში სწორად ნავიგაციას.

„აღარ ვისაუბრებ იმაზე, ეს რამდენად გაამყარებს ჩვენს გუნდს, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და დაასტაბილურებს სიტუაციას. უფრო მეტად პროგნოზირებადი გახდება მდგომარეობა ქვეყანაში. ადვილი საპროგნოზოა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში, შეიძლება ითქვას, გარანტირებულად, ძალიან მაღალი შედეგი ექნება. ჩვენი პრეტენზია, მიზანია, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამ ყველაფერში ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას.

რაც მთავარია, ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში. დასამალი არაფერია და მე მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ რომ ისეთი რთული პერიოდები და კრიზისები გამოიარა გუნდმა, აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, ვგულისხმობ სტრატეგიულ საკითხებს, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და სწორად ნავიგაციას ამ ტურბულენტურ სიტუაციაში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, იყო თუ არა შეთანხმებული გუნდის პოზიციები უკრაინაში მიმდინარე ომთან, „მეორე ფრონტთან“ და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ივანიშვილთან, რაზეც პრემიერმა თქვა, რომ როდესაც ივანიშვილთან კონსულტაციაზე საუბრობს, გულისხმობს საკითხებს, რომლებიც ეხება „ქვეყნის გადარჩენას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას“.

„თქვენ ძალიან მიკრო დონეზე ჩამოხვედით, მე გეუბნებით გლობალურ და სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის გადარჩენას, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებას. როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით რომ ყველა ნორმალური ადამიანი და პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ცდილობს რომ მოისმინოს ჭკვიანური, ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრი მოგვისმენია, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობაო. მე მგონი არც ერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან მითუმეტეს პარტიის დამფუძნებელთან, თუნდაც მე, გუნდს ან პარტიის თავმჯდომარეს გვქონოდა ყველაზე კრიტიკულ კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე რჩევის მიღებს მიზნით. ამაში, ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის“,- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, „სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ როგორც იქნა, ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც იქნა ქვეყანაში დამყარდა უპრეცედენტო მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქართველ ხალხს მანამდე არცერთი მმართველის დროს არ გამოუცდია“.

„ასევე მინდა დავამატო ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი - პოლიტიკაში მოსვლამდეც და შემდეგაც ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი და მისია და ოცნება ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაა. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად. ამ ყველაზე დიდ ეროვნულ საქმეშიც ბატონი ბიძინას როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა