შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების

პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება „გარკვეულწილად, პოლიტიკური წლის დაგვირგვინებაა და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა პირველ ყოვლისა, „ქართული ოცნების“ გუნდისთვის და მთლიანად ქართული საზოგადოებისთვის“.

„პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ყოფნა გულისხმობს უფრო მეტ კონსოლიდირებას როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის, ისე მთლიანად საზოგადოების. 2024 წელი, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია განადგურებულია, რა თქმა უნდა, თავის თავში შეიცავს ხიფათებსაც, ვინაიდან სუსტი და უუნარო ოპოზიცია, ზოგადად ჯგუფები, როგორც წესი, სწორედ ამ დროს გადადიან ხოლმე ისეთ ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის შემდეგ მთლიანად ქვეყანას. ამიტომ, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად გუნდი და საზოგადოება შეიკრას ერთ გუნდად, რათა ყველა ის ხიფათი, რომელიც საქართველოს ქვეყნის შიგნით, თუ გარედან ელოდება, ავიცილოთ და მომავალი წლის ბოლოს, ამ დროს ყველამ ერთად აღვნიშნოთ საქართველოს გამარჯვება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს