გიგა ბოკერია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე - მგონია, რომ საზოგადოებისთვის ეს არაფერს ცვლის  - მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ ის არასდროს არსად წასულა

მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა - მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არასდროს არსად წასულა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები [„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები] საერთოდ არავინ არიან“.

„მგონია, რომ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის არაფერს ცვლის. ის გამოწვევა, რაც ჩვენს წინაშე დგას, ამ რეჟიმის, ანუ, ივანიშვილის რეჟიმის სახით, გამოჩნდებოდა ის უფრო აქტიურად თუ შედარებით ნაკლებად, ამით არაფერი იცვლებოდა. ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა გვჭირდება და არაპოპულისტური, არაშავრაზმული პოლიტიკური ძალების მიერ ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა. ახლა, საპატიო თავმჯდომარედ აირჩევენ თუ არ აირჩევენ, არანაირ ცვლილებას არ იწვევს ჩემს განწყობაში ამ პოლიტიკური ძალის საფრთხესთან დაკავშირებით, რომელსაც ის ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს. მე თავად ტერმინ დაბრუნებას ვაპროტესტებ იმიტომ, რომ არსად წასულა არასდროს. აქაც ზედმეტ ფსიქო-ანალიზში შეცვლაც ზოგჯერ, დამაბნეველია იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედმეტს ანალიტიკოსობს. თავისთავად ამ ძალისთვის მის ძალაუფლების ვერტიკალში, იმის მუდმივად დაფიქსირება, რომ ივანიშვილის ძალა არიან, ეს ყოველთვის აუცილებელია. აბა ახლა, ივანიშვილის გარეშე ეს პოლიტიკური არარაობები საერთოდ არავინ არიან და რატომ ჩათვალეს ტაქტიკურად, რომ ამ ფორმით გაეკეთებინათ საპატიო თავმჯდომარის პოზიცია, არ ვიცი. არც მჭირდება, რომ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო, იმდენად უმნიშვნელოა ის იმ უზარმაზარი გამოწვევის ფონზე, რასაც ივანიშვილის რეჟიმი მისი ამ ფორმით გამოჩენით თუ გამოჩენის გარეშე წარმოადგენს ქვეყნის მომავლისთვის. „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე ივანიშვილის და მისი გარემოცვის ძალაუფლების შენარჩუნების თამაშს თამაშობს, ხშირად მისი ღალატის ხარჯზე. ეს არიას ის „თამაში“, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა“,- განაცხადა ბოკერიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია